ჩემს შესახებ

ჩემს შესახებ

მოგესალმებით, ჩემი სახელია ალექსანდრე. ვარ
ფოტოგრაფი და დეველოპერი.

მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ვებ გვერდზე. 

ძალიან რთულია ისაუბრო საკუთარ თავზე სუბიექტურობის გარეშე, ამიტომ ვეცდები მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის შესახებ, თუ ვინ ვარ, რას ვაკეთებ, რა მომწონს და ა.შ. რომ არც თავის ქება გამომივიდეს და ცოტათი მაინც გაგაცნოთ ჩემი თავი.

 

მაშ ასე, კიდევ ერთხელ, გამარჯობა.

მე ალექსანდრე ვარ, პროფესიით პროგრამისტი, რომელიც ძალიან გაიტაცა ფოტოგრაფიამ.

ჩემი და ფოტოაპარატის ურთიერთობა ალბათ სულ სამ-ოთხ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში იყო პერიოდები, როცა მეგონა, რომ კარგად ვიღებდი, ან პირიქით - ძალიან ცუდად. ახლა უბრალოდ მგონია, რომ უამრავი რამ მაქვს კიდევ სასწავლი და აღმოსაჩენი, ყველაფერი მიიღწევა სწავლით, მუშაობით, პრაქტიკით, ამ სფეროში ხომ მუდმივად ვითარდები. ტყუილად არაა ნათქვამი, რომ “შენი პირველი 10 000 ფოტო არის შენი ყველაზე ცუდი ნამუშევარი”, ხვალ უკეთესს გადაიღებ, ესაა მთავარი.

 

ძალიან მიყვარს მუსიკა, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრების ძალიან მცირე მონაკვეთს ვატარებ მუსიკის გარეშე, ხშირადაა მუსიკა ინსპირაციის წყარო.

 

იმედი მაქვს, შევძლებ თქვენამდე მოვიტანო ჩემი ნამუშევრები, მივიღო კრიტიკა და გავიზარდო პროფესიულად. ამ ყველაფრის პროცესში კი ვეცდები, ძალიან ბევრი წამი შევაჩერო და მოვიტანო თქვენამდე.